რეზონანსი
22.01.2017

 ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, პირველი უცხოელი ლიდერი იქნება, რომელიც ინაუგურაციის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. ინფორმაციას „თეთრი სახლი" ავრცელებს.

ტერეზა მეი ტრამს პრეზიდენტობას ულოცავს და ამბობს, რომ ერთად იმუშავებენ ორი ქვეყნის სასიკეთოდ, ხალხის უსაფრთხოებისა და დაცვის საკითხთან დაკავშირებით. „მოუთმენლად ველოდები პრეზიდენტთან შეხვედრას და აღნიშნული საკითხების განხილვას"-განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

დონალდ ტრამპის განცხადებით ბრიტანეთის პრემიერ-მინსტრი აშშ-ს მალე ეწვევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×