რეზონანსი
22.01.2017

 საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში უკრაინული მედია გააკრიტიკა. სააკაშვილის თქმით უკრაინულმა მედიამ მისი მონაწილეობა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დამახინჯებულად გააშუქა.

"ბოლო კვირებში მქონდა კონტაქტები ტრამპის გუნდთან, ბევრ მათგანს პირადად ვიცნობ და ვაპირებ ინტენსიურ თანმშრომლობას უკრაინის მეგობრებთან ამ ადმინისტრაციაში, როგორი ჭორებიც არ უნდა გაავრცელონ ჩვენმა მტრებმა. ხან ჩუმად მიღებენ ვიდეოს აეროპორტში, ხან ცერემონიიდან უკვე გამოსულს და მერე ათას სისულელეს თხზავენ. ეს მოხლოდ იმას მოწმობს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და მტერს ჩვენი ეშინია"- წერს პოლიტიკოსი.

სააკაშვილმა გამოქვეყნებული პოსტის ქვეშ სტატიებიდან ამოღებული რამდენიმე ფოტო ატვირთა, მათ შორის სტატიისა სათაურით „სააკაშვილი ინაუგურაციას ღობიდან უყურებდა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×