დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, საქართველოში აშშ-ის ელჩი, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გადახედვას არ ელოდება.
იან კელის განცხადებით, საგარეო კურსზე ძირითადად გავლენას ამერიკის ახალი სახელმწიფო მდივანი მოახდენს.
„ჯერ მხოლოდ 50 საათი გავიდა, რაც თეთრ სახლში ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდა. ჯერ არ არის დამტკიცებული სახელმწიფო მდივანი, მის დანიშვნამდე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საუბარი რთულია"-განაცხადა იან კელიმ.
ელჩის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, მათ შორის ეკონომიკურ საკითხებშიც.
„ტრამპის ადმინისტრაციამ, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების ხელშეკრულების გაგრძელებაზე თანხმობა, უკვე გამოხატა. საქართველოში აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს ქვეყნის სავაჭრო წარმომადგენელი. ამ საკითხზე მე პირადად ვიმუშავებ"-განაცხადა საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიანმა ელჩმა.