ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის პირადი მონაცემები რუსეთის ხელში აღმოჩნდა. აფხაზეთისა და აგვისტოს ომის მონაწილე, ცერცვაძე, ციხეში რუსეთის მოთხოვნით ზის. ის ერთი კვირის წინ, უკრაინაში დააკავეს. ამის შესახებ „რუსთავი 2"-ის გადაცემა „P.S"-ში გასულ სიუჟეტს, გამოხმაურებები მოჰყვა.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" გიორგი ცერცვაძის საქმეს და მისი პერსონალური მონაცემების რუსეთის ხელისუფლებისათვის გადაცემას, სახელმწიფო ღალატის მაგალითად ასახელებენ.
„ეს არის სახელმწიფოს ღალატის კლასიკური მაგალითი, როდესაც ივანიშვილის ხელისუფლება, რუსეთის ფედერაციის დაკვეთით, უსწორდება და სადამსჯელო ოპერაცია აქვს გაჩაღებული ქართველი მებრძოლების მიმართ"-განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრიფინგს უკრანის ეროვნული პოოლიციის ყოფილი უფროსიც ესწრებოდა. ის შსს-ს წერილობით არგუმენტაციას განმარტავს,სადაც უწყება მონაცემების გადაცემას "ინტერპოლთან" თანამშრომლობით ხსნის.
„ჯარისკაცების რუსეთზე გადაცემა პირდაპირ არ შუძლიათ,ამიტომ იყენებენ მზაკვრულ ხრიკს. არ გააფრთხილეს მებრძოლები, რომ რუსეთის ფედერაციას სისხლის სამართლის საქმე ჰქონდა აღძრული"-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ოპოზიციური პარტია პროკურატურას გამოძიების დრულად დაწყებისკენ მოუწოდებს და მიმართავს უკრაინის საელჩოს საქართველოში, რომ არ დაუშვას გია ცერცვაძის ექსტრადიცია.
დღეს კიევში იმართება სასამართლო პროცესი, რომელზეც უნდა გადაწყდეს, თუ როდის შედგება სააპელაციო განხილვა, რომელზეც გიორგი ცერცვაძის წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ იმსჯელებენ