რეზონანსი
23.01.2017

 ურეკში, სამგზავრო მატარებელი შუახნის მამაკაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვლა. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

სიფხიზლე-სიმთვრალის დასადგენად, ექსპერტიზა ჩაუტარდება მატარებლის მემანქანესაც.

შემთხვევა ურეკთან ახლოს მოხდა, როდესაც მატარებელი ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×