რეზონანსი
23.01.2017

 ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯორჯიასა და მისისიპში ტორნადომ მსხვერპლი გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას, „BBC" ავრცელებს.

საგანგებო მდგომარეობის სამსახურის ინფორმაციით, ჯორჯიის შტატში, შტორმის შედეგად 14, ხოლო მისისიპში 4 ადამიანი დაიღუპა.

უამინდობის შედეგად, 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ხოლო 480-მდე საცხოვრებელი სახლი განადგურდა.

ამინდის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ტორნადოს საშიშროება სამხრეთ ფლორიდაშიც არის.

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უამინდობის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო, მწუხარება გამოთქვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×