ჩინეთში შობადობის რიცხვი გაიზარდა და 2000 წლის შემდეგ, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. შობადობის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა ე.წ „ერთი ბავშვის" კანონის ცვლილებამ გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას, "BBC" ავრცელებს.
ეროვნული ჯანმრთელობისა და ოჯახის დაგეგმვის კომისიის სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს, 18 მილიონი ახალშობილი, 2015 წელს კი, 11.5 %-ით ნაკლები დაიბადა.
მიუხედავად იმისა, რომ ქალების რეპროდუქციული ასაკი შემცირდა, დაბადებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.
დემოგრაფიულ საკითხებზე მომუშავე ექსპერტები, 2020 წლისთვის, ყოველწლიურად, 17-დან 20 მილიონამდე შობადობას ვარაუდობენ.2050 წლისთვის კი ჩინეთში დამატებით 30 მილიონი ზედმეტი შრომისუნარიანი იქნება.
„ერთი ბავშვის" კანონი ჩინეთში 1979 წლიდან მოქმედებდა. კანონის თანახმად, რომელიც მთავრობამ მოსახლეობის ზრდის კონტროლისთვის მიიღო, ოჯახებს ერთ ბავშვზე მეტის ყოლა ეკრძალებოდათ. რეგულაციაში ცვლილება 2016 წლის პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში და ჩინელებს უკვე 2 ბავშვის ყოლის უფლება აქვთ.