საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ოფიციალურად ჩაერთო.
უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ სამხედრო ბაზაზე გაიმართა. დღეიდან ქართული ქვედანაყოფი საერთაშორისო მისიით გათვალისწინებულ ამოცანებს სრული მასშტაბით შეასრულებს.
ოფიციალურ ცერემონიალს მრავალეროვნული მხარდაჭერის დავალებათა ძალების მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრ კოლბი დაესწრო.
„თქვენ იყავით ის ძალა, რომელიც პირველი ჩნდებოდა ადგილზე სხვადასხვა ქვეყნის მეგობრებისათვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო თქვენი თავდადება, რომელიც 2016 წლის 10 ნოემბერს მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმისას აჩვენეთ. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენი პროფესიონალიზმისთვის"-აღნიშნა ალექსანდრ კოლბიმ.
I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში შვიდი თვის განმავლობაში იმსახურებს.