რეზონანსი
23.01.2017

 კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის" წევრებმა საკონსტიტუციო კომისიას მიმართეს. მესამე სექტორი ქვეყნის საგარეო კურსის დეკლარირებას და კონსტიტუციის პრეამბულაში ევრო-ატლანტიკური მისწრაფების აღნიშვნას ითხოვს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ მსჯელობა უკვე დაიწყო.

„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მუდმივად დგას საგარეო პოლიტიკური გამოწვევების წინაშე, აღნიშნული განაცხადის კონსტიტუციის სიმაღლეზე აყვანა, ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის სწორი მიმართულებით განვითარების თვალსაზრისით, კიდევ ერთი გარანტია იქნება"- აღნიშნავენ კოალიციაში.

კოალიციაში „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის" 23 ორგანიზაციაა გაერთიანებული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×