რეზონანსი
23.01.2017

 ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" პარლამენტს მოუწოდებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, მანანა კობახიძის კანდიდატურას, მხარი არ დაუჭიროს.

ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა,რომ აღნიშული კანდიდატურა ასაკობრივი ცენზისა და პროფესიული განათლების კუთხით,  კანონის ფორმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მისი არჩევა სასამართლოს პრესტიჟზე უარყოფითად იმოქმედებს.

„ხელისუფლების მიერ მისი არჩევა დამაზიანებელია სასამართლოს ავტორიტეტისთვის. ეს მიუთითებს ხელისუფლების ნებაზე, მოახდინოს სასამართლოს პოლიტიზება"-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ყოფილ ვიცე-სპიკერს მხარს იმის გამოც არ უჭერენ, რომ მანანა კობახიძე მმართველი გუნდის დამოკიდებულებების აქტიური გამხმოვანებელი იყო.

„იგი საზოგადოებაში აღიქმება, როგორც პოლიტიკოსი და ხელისუფლების მიდგომების გამხმოვანებელი. ამგვარი პირის პირდაპირ უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში არჩევა, საფრთხეს უქმნის სასამართლოს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს"-აცხადებს „საერთასოისო გამჭვირვალობა-საქართველო"

მესამე სექტორში, კობახიძის კანდიდატურას მისი პოლიტიკური წარსულის გამოც იწუნებენ. მაგალითად მოჰყავთ მისი ასოციირება კორუფციულ სკანდალთან. კერძოდ, მანანა კობახიძე ფიგურირებდა მისი ძმის, თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარესთან დაკავშირებულ საქმეში და ასევე შეწყალების კომისიასთან დაკავშირებულ შესაძლო კორუფციულ საქმეში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×