რეზონანსი
23.01.2017

 პატარა პეპელას, მოყვითალო-თეთრ თმიან ფარვანას, აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელი უწოდეს.ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „REUTERS" ავრცელებს.

პეპლის სახეობა „ნეოპალპა დონალდ ტრამპი", ძირითადად სამხრეთ კალიფორნიასა და მექსიკაშია გავრცელებული.

 მწერის ახალ სახეობას აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის სახელი, ბიოლოგმა, ვაზრიკ ნაზარმა უწოდა.

„ეს სახელი იმიტომ ავირჩიე, რომ საზოგადოებამ მეტი ყურადღება დაუთმოს ამ სუსტ არსებებს, ამერიკაში პეპლის კიდევ ბევრი უცნობი სახეობა ბინადრობს"-განაცხადა ნაზარმა.

ტრამპი არ არის პირველი პრეზიდენტი, რომლის სახელიც ცოცხალ არსებას უწოდეს. ერთი თვის წინ, ჰავაის ჩრდილოეთით, მარჯნის რიფებში ნაპოვნ თევზს, ბარაკ ობამას სახელი დაარქვეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×