მსოფლიოში საშუალო ტემპერატურამ, ზედიზედ მესამე წელია რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას, სააგენტო „REUTERS"-ის სამეცნიერო რუბრიკა ავრცელებს.
ამერიკის სამთავრობო უწყებების განცხადებით, 2016 წელს ტემპერატურის უპრეცედენტო მაჩვენებელი ინდოეთში დაფიქსირდა.
ამერიკის ოკეანეებისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2016 წელს, ხმელეთის და ოკეანეების ზედაპირის საშუალო ტემპერატურა მე-20 საუკუნის მაჩვენებელთან შედარებით, 0.94 გრადუსი ცელსიუსით, (1.69 გრადუსი ფარენჰეიტით) გაიზარდა.
მე-20 საუკუნეში საშუალო ტემპერატურა 13.9 გრადუსი ცელსიუსი და 57 გრადუსი ფარენჰეიტი დაფიქსირდა.
ამერიკის კოსმოსური სააგენტოს, „NASA"-ს ცნობით, 2016 წელი, რეკორდულად ცხელი იყო.
„ჩვენ არ ველით რეკორდს ყოველ წელს, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში დათბობის ტენდენცია ნათელია"- განაცხადა „NASA"- ს ფართო კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, გევინ შმიდტმა.
დედამიწაზე ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი, ბოლოს, 1880 წელს დაფიქსირდა.
მეცნიერების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და რესურსების საწვავად გამოყენება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტემპერატურამ ახალ პიკს 2017 წელს მიაღწიოს.