რეზონანსი
23.01.2017

 ვანო მერაბიშვილს „ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავება აღარ სურს. პარტიის ახალი გენერალური მდივნის არჩევის საკითხზე ,პოლიტსაბჭო იმსჯელებს.

„ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილი რომელიღაც პარტიაში გადადის. ერთპიროვნულად გადაწყვეტილებას მე ვერ მივიღებ, პოლიტიკური საბჭოს სხდომა უახლოეს დღეებში გაიმართება ცენტრალურ ოფისში და გადაწყვეტილებას იქ მივიღებთ"-განაცხადა ნიკა მელიამ ვანო მერაბიშვილის პოზიციაზე საუბრისას.

"ვანო მერაბიშვილს აქვს სურვილი, რომ ძალიან ვრცლად ისაუბროს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მაგრამ არა ახლა. ის ელოდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც აპირებს პოლიტიკური განცხადების გაკეთებას" - განაცხადა მელიამ.

ნიკა მელია ვანო მერაბიშვილს დეტალებზე სასაუბროდ, ე.წ. მატროსოვის ციხეში შეხვდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×