რეზონანსი
23.01.2017

 აზერბაიჯანული ტელეკომპანია „ Lider TV"-ის კორესპონდენტი, რომელმაც სერგეი ლავროვს პრესკონფერენციაზე კითხვა დაუსვა, სამსახურიდან დაითხოვეს.

ანარ ჰასანოვმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰკითხა, როგორი იქნებოდა მოსკოვის პოზიცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტრტერორისტული ოპერაციისა და ოკუპირებული ძალების წმენდის შემთხვევაში? ჟურნალისტი დაინტერესდა, დახუჭავს თვალს მოსკოვი, თუ აზერბაიჯანის შიდა საქმეებში ჩაერევა?

კითხვაზე ლავროვმა უპასუხა: „ეს უკვე აღარ არის მხოლოდ აზერბაიჯანის შიდა საქმეების თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხში".

„Minvaz.az"-ის ცნობით, ჟურნალისტის დათხოვნის საკითხი რუსეთში, აზერბაიჯანის ელჩმა ,ფოლად ბიულბულოღლუმ დააყენა. ელჩი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის კითხვა პროვოკაციული იყო და მასზე ლავროვის პასუხმა, ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობები დააზიანა.

კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის გამო, აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის, 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ არის ოკუპირებული.

1994 წელს,მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოებული მოლაპარაკებები დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×