რეზონანსი
24.01.2017

 დიდუბეში არსებულ რკინიგზის გადასასვლელთან მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა, რის შედეგადაც შუა ხნის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

შსს განმარტებით, მომხდარზე საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის" 275-ე მუხლითაა აღძრული, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით კი, მამაკაცს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი ორსართულიანი მატარებელი დაეჯახა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×