რეზონანსი
24.01.2017

 „ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს მთავარ პროკურატურას ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადებით მიმართა. პროკურატურაში განცხადება პარტიის წევრებმა - აკაკი მინაშვილმა და გოგა ონიანმა შეიტანეს.

გოგა ონიანის განმარტებით, საქმეში იკვეთება „სისხლის სამართლის კოდექსის" უმძიმესი დანაშაული, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს და ასევე „სისხლის სამართლის კოდექსის" 319-ე მუხლის დარღვევა, რაც უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის, ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

საქმესთან დაკავშირებით პირველი განმარტება გააკეთა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა „ქართულმა სახელმწიფომ უნდა დაიცვას საკუთარი მოქალაქე ნებისმიერი მეთოდების გამოყენებით და ავირიდოთ მისი ექსტრადიცია მტრულ სახელმწიფოში"

ქართველი ჯარისკაცი, ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რამდენიმე დღის წინ უკრაინაში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენას ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×