რეზონანსი
24.01.2017

საქართველოს მთვარობამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მოზმადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა, რომლის მიზანია ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ სტამბოლის კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა. პროექტი მთავრობის სხდომას იუსტიციის მინისტრმა წარუდგინა.

სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის ახალი ცნება - ადევნება, რომელიც დასჯადი ქმედება ხდება. ადევნება განისაზღვრება, როგორც პირადად ან მესამე პირის მეშვეობoთ, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი ასევე, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით; მუქარა, რაც აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. ეს ქმედება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი ხდება.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×