რეზონანსი
24.01.2017

 საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განაცხადა. სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას და პრეზიდენტ პოროშენკოს მოუწოდებს, ქართველი ოფიცრის რუსეთისთვის გადაცემით თავი არ შეირცხვინოს.

„მინდა მივმართო უკრაინის ხელისუფლებას - თავი არ შეირცხვინოთ! განა ოფიციალურად დადასტურებული ცნობა, რომ ის მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომში, საკმარისი მიზეზი არაა, რომ არ გადასცეთ ის მტერს, სადაც სასიკვდილო საფრთხის წინაშე დადგება. დღეს ასე ექცევიან ქართველ გმირებს, ხვალ კი უკრაინის ხელისუფლება ასევე მოექცევა უკრაინის გმირებს. თუ ქვეყანას არ შეუძლია დაიცვას მისი დამცველები, ვინ დაიცავს მას ბოლომდე?" - წერს სააკაშვილი.

როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი გმირულად იბრძოდა რუსი აგრესორების წინააღმდეგ როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×