რეზონანსი
24.01.2017

 საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტს ვეტო დაადო და პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს გადაუგზავნის.

სასამართლო სისტემის რეფორმირების "მესამე ტალღის" შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა დეკემბერში მიიღო. პრეზიდენტს ის ხელმოსაწერად 10 იანვარს გადაეგზავნა. საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი სიახლე სასამართლოებში საქმეების ელექტრონული განაწილების წესის შემოღებაა. კანონში კონკრეტდება მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესების მახასიათებლები - თუ რა პიროვნული და პროფესიული მახასიათებლების მატარებელი უნდა იყოს პირი, რომ ის მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნოს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×