რეზონანსი
24.01.2017

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლონეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ გვერძე გამოქვეყნდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას ერთმანეთთან განსაკუთრებულად ახლო და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ის მოხარული იქნება, თუ ამ კავშირების გაღრმავებაში მნიშვნელოვან წვლილს მე-9 მოწვევის პარლამენტიც შეიტანს. მისივე განცხადებით, საქართველოს პარლამენტში, უახლოეს მომავალში, პოლონეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი შეიქმნება, რაც თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას შეუწყობს ხელს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მარიუშ მაშკიევიჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×