რეზონანსი
24.01.2017

 27 წლის პირველხაზელი გუგა წვერავა პირველი ქართველი მორაგბეა, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების კლუბთან პროფესიული კონტრაქტი გააფორმა.

worldsport.ge-ის ინფორმაციით,ის უკვე ორი სეზონია, კოლორადოს შტატის „გლენდეილ რეპტორსის" (Glendale Raptors) ღირსებას იცავს და აშშ-ის ჩემპიონი ორჯერ გახდა, თუმცა აქამდე ნახევრად პროფესიული კონტრაქტი ჰქონდა. მაგრამ წვერავამ საკუთარი შრომითა და გარჯით ოკეანისგაღმელთა დიდი პატივისცემა დაიმსახურა და პროფესიულ კონტრაქტთან ერთად გუნდის მთავარი მწვრთნელისგან, სამხრეთაფრიკელ ანდრე სნიმანისგან საუკეთესო დახასიათება მიიღო.

"ახალი კონტრაქტი ერთწლიანია, პირობები ძალიან კარგია და არაა გამორიცხული, გუნდში სამომავლოდაც დავრჩე. თუმცა, გადაწყვეტილი არაფერია"-გუგა წვერავა. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×