რეზონანსი
24.01.2017

 სასამართლომ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი მამუკა ნიკოლაიშვილი, ბიუჯეტის გაფლანგვის საქმეზე გაამართლა. საფრანგეთში მყოფი ყოფილი მინისტრი სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია. მისი თქმით, პირველი ინსტანციის მოსამართლემ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებელია და აღნიშნა, რომ მორალური ზიანისთვის კომპენსაციას არ მოითხოვს.

„დღეს ჩემს ქვეყანაში ის გუნდია, რომელსაც ვენდობი. რა კომპენსაცია უნდა მოვითხოვო, მამას ვერავინ გამიცოცხლებს, რომელიც უჩემოდ დაასაფლავეს, ამის გარდა ძალიან ბევრი მორალური ზიანი მომადგა. ამ სახელმწიფოს ჩემს მიმართ დანაშაული არ მიუძღვის, შესაბამისად, არანაირ კომპენსაციას არ მოვითხოვ. გვარებით და სახელებით ვიცი წინა ხელისუფლებიდან ვინ იყო დამნაშავე, თუმცა ახლა მათ არ დავასახელებ. ღმერთმა მოსთხოვოს მათ პასუხი", - აცხადებს ყოფილი მინისტრი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×