ელზა პაპოშვილი
25.01.2017

 უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ გია ცერცვაძის მიმართ რუსეთს პირადი დაინტერესება აქვს, რადგანაც ის უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის წინააღმდეგ ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობდა.

მისი აზრით, რუსულ დაზვერვას სულაც არ სჭირდებოდა საქართველოს სპეცსამსახურების დახმარება, რათა ცინცაძის პიროვნების იდენტიფიცირება მომხდარიყო. მის შესახებ ინფორმაცია, შესაძლოა, უკრაინაში მოქმედ აგენტურულ ქსელს დაედგინა, რომლებიც თავად უკრაინულ სპეცსამსხურებშიც მრავლად არიან.

"რეზონანსი": როგორ ფიქრობთ,იცოდა თუ არა საქართველომ, რომ რუსეთი გია ცნრცვაძეს ინტერპოლით ეძებდა და საზღვრის გადაკვეთისას მისი გაფრთხილებარატომ არ მოხდა?

ვახტანგ მაისაია: არ არის გამორიცხული, რომ ინტერპოლს საქართველოს მხარე არ გაეფრთხილებინა - ასეც ხდება-ხოლმე. რუსეთმა ძალიან კარგად იცოდა, რომ გია ცერცვაძე უკრაინაში იმყოფებოდა და მათ ტერიტორიაზე მოქმედებდა, შესაბამისად გააფრთხილა ის ქვეყანა, სადაც ის ამ ჟამად ცხოვრობდა.

გასაკვირი არ არის, რომ რუსეთმა გია ცერცვაძის დაკავება და ექსტრადირება საქართველოს მხარეს არ სთხოვა, რადგანაც ის არის სამხედრო ვეტერანი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.

მაშინ გამოვიდოდა, რომ რუსეთი ჩვენი მხრიდან სამხედრო ტყვეს გვთხოვდა. მათ სწორი გათვლა და ხრიკი გამოიყენეს, როცა დაკავება უკრაინულ მახრეს სთხოვეს. რუსეთის სპეცსამსახურებს საქართველოს უშიშროების სამსახურის დახმარების გარეშეც შეეძლო, რომ პირის იდენტიფიცირება და დადგენა მოეხდინა.

ახლა რუსეთს საკამოდ ძლიერი დაზვერვა ჰყავს. რა უნდა სამხედრო პირის დადგენას, თუ ეს რუსეთის ინტერესებში შედის? გია ცერცვაძის შესახებ ინფორმაციის მოძიება მათ არ გაუჭირდებოდათ. რუსულ სპეცსამსახურებს ტრამპის გამარჯვებაში ადანაშაულებენ და მათ ცერცვაძის ვინაობის დადგენა გაუჭირდებოდათ? უკრაინაში რუსეთს ძალიან ძლიერი აგენტურული ქსელი აქვს.

"რ": ფიქრობთ, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს გია ცერცვაძის მიმართ პირადი დაინტერესება აქვს, ხოლო 13 წლის წინ შესაძლო მკვლელობა უბრალოდ გამოგონილი საბაბი იყოს?

ვ.მ: რა თქმა უნდა, გია ცერცვაძის მიმართ რუსეთს პირადი ინტერესი ექნება. მათ ცერცვაძისნაირ ხალხზე პირდაპირ ნადირობა აქვთ გამოცხადებული, რადგანაც ის უკრაინის ტერიტორიაზე ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობს.

ცერცვაძე საკამოდ გამოცდილი სამხედროა, რომელიც რუსების წინააღმდეგ აფხაზეთის და 2008 წლის აგვისტოს ომში იბრძოდა. ახლა კი უკრაინის ტერიტორიაზე იბრძვის. ის რუსებისთვის, როგორც ჩანს, თავისტკივილად იქცა და მისი დაკავება გადაწყვიტეს.

ბუნებრივია ცერცვაძის მსგავს ადამიანებზე ოპერატიული თვალთვალი და მეთვალყურეობა მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული ამაში მონაწილეობას თავად უკრაინის სპეცსამსახურებიც იღებდნენ. რუსეთის დაზვერვა უკრაინაში თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.

ამიტომ, ძალიან უსუსური ბრალდებაა, რომ საქართველოს უშიშროებამ მისი ინფორმაცია გასცა. რაში სჭირდებოდა კრემლს საქართველოს მხრიდან ინფორმაციის მიღება, ამას თავადაც ძალიან ადვილად შეძლებდა.

ეს ერთი და ორი დღის მუშაობის შედეგი არ არის. ცერცვაძე რუსეთს, როგორც ჩანს, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდა აყვანილი. საქართველო მის დაცვას ვერ შეძლებდა, როცა ის ახლა უკრაინაში მოღვაწეობს.

შესაძლოა ინტერპოლმა საქართველოს მხარეს მიმართა გია ცერცვაძის იდენტიფიცირებისთვის და სულაც არ ეთქვა, რომ მას რუსული მახრე ეძებდა. ინტერპოლს არ ევალება ქვეყანას განუმარტოს, რატომ ითხოვს მისი მოქალაქის შესახებ დეტალურ ინფორმაციას.

ჩემს პირად შემთხვევას გეტყვით, სომხეთში მივდიოდი და საქართველოს საზღვრის გადალახვის შემდეგ, სომხურმა მხარემ ქვეყანაში არ შემიშვა, რადგანაც რუსეთს შავ სიაში ვყოლივარ შეყვანილი. ეს კი ჩვენმა ქვეყანამ არ იცოდა და ვერც გამაფთხილა. იგივე შეიძლება ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებითაც მომხდარიყო.

"რ": რას იტყვით უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის განცხადებაზე, რომ გია ცერცვაძის შესახებ მოკვლევა მიმდინარეობს, რათა დადგინდეს მონაწილეობდა თუ არა ის უკრაინა -რუსეთის ომში. მათ ამის გასაკვერვად ხომ საკამოდ დიდი დრო ჰქონდა?

ვ.მ: რა თქმა უნდა, რომ უკრაინის ქმედება ძალიან საეჭვოა. თავად უკრაინულმა მხარემ ცერცვაძე რატომ დააკავა? რა უნდა იმის გაგებას, ეს კაცი რომ უკრაინის ტერიტორიაზე იბრძოდა? როცა ადამიანს აკავებენ, მის შესახებ ჯერ ინფორმაციის დადგენა ხდება.

როგორ შეიძლება ასეთი უგუნურობის თქმა, რომ მათ ჯერ ისიც კი ვერ დაადგინეს, ეს კაცი უკრაინაში რას აკეთებდა. რატომ თავად უკრაინამ არ გააფრთხილა ცერცვაძე, რომ მას ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში დააპატიმრებდნენ?

"რ": საქართველომ ახლა რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ცერცვაძის გათავისუფლება მოხდეს. თუ უკრაინა ცერცვაძეს რუსეთს არ გადასცემს, მისი სამშობლოში დაბრუნება შესაძლებელია?

ვ.მ: ახლა საქართველომ რა ნაბიჯებიც გადადგა, სწორი ქმედება იყო. მათ უკრაინას მიმართეს, რომ ცერცვაძე რუსეთს არ გადასცენ. ჩვენ გვახსოვს ალბათ საქართველოს მხრიდან მსგავსი ქმედება, როცა რუსების მიერ ძებნილი პირები დააკავა და ისინი რუსულ სპეცსამსახურებს არ გადასცა.

იგივეს გაკეთება უკრაინასაც შეუძლია. შესაბამისად მისი გათავისუფლება და სამშობლოში დაბრუნება უნდა მოხდეს. მას საქართველო რუსეთში ჩადენილი დანაშაულისთვის ვერ გაასამრთლებს, მითუმეტეს ის არის სამხედრო პირი და ჩვენს რუსეთთან ფაქტიურად საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×