საქართველოს პარლამენტის საზოაგდოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სტრასბურგში მიმდინარე "ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე" წარმოდგენილი იყო რეზოლუციის პროექტი, რომელიც შეეხებოდა ევროსაბჭოს წევრ რამდენიმე ქვეყანაში მედიის თავისუფლების თვალსაზრისით არსებულ ვითარებას. რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოში მედიათავისუფლების და მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მიერ აღნიშნული საკითხის რეზოლუციის პროექტში შეტანას მხარი ბევრმა პარტნიორმა ქვეყანამ დაუჭირა, თუმცა პარლამენტის თავჯდოამრის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოლეიშვილის განცხადებით, ქართული მხარის მიერ შეთავაზებული ცვლილება სრულად არ იქნა გათვალისწინებული.
„რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ის სასამართლო დავა, რომელიც მიმდინარეობს, საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებაში გარკვეულ კითხვებს აჩენს, რაც ჩვენ ისედაც ვიცით. ცნობილია, რომ ეს დავა იწვევს საკმაოდ დიდ ვნებათაღელვას. სწორედ ამიტომ, სასურველია, რომ, რაც შეიძლება მალე იქნას მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისად, ეს კითხვები მოიხსნას".