რეზონანსი
25.01.2017

 შემთხვევა მუხიანში 153-ე ბაგა-ბაღში მოხდა. ერთ-ერთი ბავშვის მშობელი ვარაუდობს, რომ აღმზრდელმა მისი შვილი სცემა. მშობელი მას შემდგე დაეჭვდა, რაც ბავშვის სახეზე ჩალურჯებები შენიშნა.

ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და არასრულწლოვანი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მშობელს დაუდასტურეს, რომ ბავშვს აღენიშნებოდა ზედაპირული დაზიანებები.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ დანაშაულს გულისხმობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×