რეზონანსი
25.01.2017

 დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის" შესახებ ზაქარია ქუცნაშვილმა ისაუბრა. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, გია ცერცვაძესთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადება მედიამ არასწორად გაიგო.

„გაყალბებული სიუჟეტი ვუწოდე მე ამას, როცა სამჯერ კიბეებს დადევნებული ჟურნალისტი გეკითხება, იცნობ თუ არა ცერცვაძის ქეისს, პასუხობ, რომ ცერცვაძის ქეისს არ იცნობ, ამის მიუხედავად კომენტარის გაკეთებას მაინც გთხოვს, უნდა ვითანამშრომლოთ თუ არა მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულ მოქალაქეებზე, აძლევ პასუხს რომ მკვლელობის საქმეზე უნდა ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ქვეყანასთან და ამას აბამს იმ ქეისს , რომელი ქეისიც შეუძლებელია ვიცოდეთ ჩვენ. ეს ჟურნალისტი სუფთა ფაქტების გამყალბებელი ჟურნალისტი, ნაცვლად იმისა, რომ თუ არ იცნობ ფაქტებს არ მოითხოვო მისი შეფასება, გეუბნება ზოგადად შემიფასე მკვლელობის საქმეებზე უნდა ვითანამშრომლოთ თუ არ უნდა ვითანამშრომლოთ. აქედან გამომდინარე ამას თუ იკადრებ ყველაფრის მიწებება შეიძლება."- აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×