რეზონანსი
25.01.2017

 უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ზორიან შკირიაკიმ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას, რომ არავითარ შემთხვევაში არ გადასცეს რუსეთს ქართველი მებრძოლი გია ცერცვაძე.

„მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ქართული ლეგიონის მებრძოლის გადაცემისა მტერი რუსეთისთვის, ვთვლი, რომ ეს დაუშვებელია. ჩვენ არ გვაქვს უფლება გავცვალოთ ჩვენი თანამებრძოლები, რომლებიც ჩვენს სამხედროებთან ერთად ღვრიან სისხლს უკრაინისთვის" -

გია ცერცვაძის ადვოკატმა ქსენია პროკონოვამ ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ სასამართლო სხდომისთვის დაცვის მხარეს ყველა დოკუმენტაცია მზად აქვს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×