რეზონანსი
25.01.2017

 "მაშინ, როდესაც მთელი საზოგადოება კონსოლიდირებულია და ერთ მუშტად არის გაერთიანებული გია ცერცვაძის გარშემო, გამოდის ივანიშვილის მთავრობის პრემიერ-მინისტრი და ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებას დაეხმაროს, ნაცვლად იმისა, რომ ხმა აიმაღლოს ამ მოღალატეობრივი ქმედებების წინააღმდეგ, თავს ესხმის საზოგადოების ყველაზე აქტიურ წევრებს. რაც არის იმის მანიშნებელი, რომ ამ ქვეყანას არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მზად არის დაიცვას ამ ქვეყნის მოქალაქეები. სწორედ ამ საზოგადოების აქტიურობის შედეგია ის, რომ დიდი ალბათობით გია ცერცვაძე გათავისუფლდება"-ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელმაც ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობა" გააკრიტიკა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×