გვანცა წულაია
26.01.2017

 ამის შესახებ ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა განაცხადა. მამუკა ჟღენტის ინფორმაციით, კანდიდატის სააწინააღმდეგოდ ხმა კომისიის 5-მა წევრმა მისცა, 2-მა თავი შეიკავა და 1 მომხრე იყო.

ამ გადაწყვეტილებას უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს კატასტროფა არ არის. მისივე თქმით, ახალი კანდიდატების წარსადგენად საქართველოს ვადა აპრილამდე აქვს.

"არ უნდა შევქმნათ ილუზია, რომ მიღებული გადაწყვეტილება რაიმე უბედურებასთან არის დაკავშირებული. თუმცა გაგვიჭირდება იმაზე საუბარი, თუ რატომ არ აირჩიეს წარდგენილი კანდიდატები, რადგან მთელი ეს პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

"სახელმწიფოს გადასახედიდან არასახარბიელო ფაქტია და რაღაც ფორმით, სირცხვილიც არის. რეალურად, არ მახსენდება ქვეყანა, სადაც მართლმსაჯულების სისტემა მეტ-ნაკლებად გამართულად ფუნქციონირებდეს, მითუმეტეს ევროსაბჭოს წევრი იყოს და სასამართლოს კანდიდატებს ასე ღიად ბლოკავდნენ," - განაცხადა ნინო კალანდაძემ "ნაციონალური მოძრაობიდან".

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგში მოსამართლეთა კანდიდატთა ჩავარდნაზე არაერთმა ადამიანმა იმუშავა.

"მე ძალიან დიდი გულისტკივილით ვადევნებ თვალს იმას, რომ საქართველოსთვის ამ სიის დაბრუნებას სიხარულის ყიჟინით შეხვდა "ნაცმოძრაობა", უფრო სწორად მისი მარტივ მამრავლებად დაშლილი წევრები. ეს არ არის გასაკვირი, ისინი ყოველთვის მუშობდნენ, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარუმატებლობისთვის. ამ სიის საწინააღმდეგოდ იმუშავა სახალხო დამცველმაც. რომელიც ცოტა ხნის წინ სტრასბურგში იყო ჩასული და ქვეყნებს მოუწოდებდა, რომ ამ სიისთვის მხარი არ დაეჭირათ. იგივეს აკეთებდა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელიც."

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, ეს ფაქტი მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან კანდიდატთა შერჩევის პროცესში სერიოზულ ხარვეზებს ჰქონდა ადგილი.

"მე, როგორც კომისიის წევრი, რომელსაც შესაძლებლობა მქონდა ვითარება შიგნიდან დამენახა, ვთვლიდი და ვთვლი, რომ ეს პროცესი იყო ხარვეზიანი. შეუძლებელია ხარვეზიანი პროცესით საუკეთესო კანდიდატები შერჩეულიყვნენ," - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, კომისიის მიზანი არა ყველაზე ძლიერი კანდადატების გამოვლენა, არამედ ამ სიის წინასწარ განსაზღვრული ადამიანებით დაკომპლექტება იყო.

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები გააჩინა იმ ფაქტმაც, რომ კომისიის მიერ გამოვლენილ საუკეთესო ხუთ კანდიდატს შორის ვერ მოხვდნენ ძალიან კვალიფიციური ადამიანები და მოხვდნენ ისინი, რომლებსაც ჰქონდათ ძალიან დაბალი შეფასებები კომისიის არასახელისუფლებო წევრების მხრიდან. აქ ვიგულისხმები არა მხოლოდ მე, არამედ ომბუდსმენი და ადვოკატთა ასოციაციაციაც," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×