რეზონანსი
26.01.2017

 დღეს ე.წ „კაბელების საქმეზე", განაჩენი გამოცხადდება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 3 საათზე გახდება ცნობილი.

ადვოკატების თქმით, ისინი გამამართლებელ განაჩენს ელოდებიან, რადგან სახელმწიფო ბრალდებას, ბრალის დასადასტურებლად, საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს.

პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ ექსპერტიზის დასკვნები და მოწმეთა ჩვენებები ხუთი მსჯავრდებულის დანაშაულზე მიუთითებს.

თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს, 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას ედავებიან. დაახლოებით 2 წლის წინ, საქალაქო სასამართლომ, დაკავებულებს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×