რეზონანსი
26.01.2017

 დღეს უკრაინაში ქართველი ჯარისკაცის, ვიცე-პოლკოვნიკ, გიორგი ცერცვაძის სასამართლო პროცესი გაიმართება. რამდენიმე საათში გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო ცერცვაძესთან დაკავშირებით.

არსებული ინფორმაციით, ქართველ სამხედროს უკრაინის პროკურატურა გაანთავისუფლებს და რუსეთისთვის გადაცემის საკითხი არ განიხილება.

ბრალდებული უკრაინელმა სამართალდამცველებმა, დაახლოებით ერთი კვირის წინ, აეროპორტში დააკავეს. ინტერპოლი ცერცვაძეს რუსული მხარის მოთხოვნით ეძებდა.

ძებნა ერთი თვის წინ, 2003 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის გამოცხადდა. მას ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა და იარაღის უკანონო ტარება ედება ბრალად.

საზღვრის გადაკვეთისას გიორგი ცერცვაძემ არ იცოდა, რომ მას ინტერპოლი ეძებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×