რეზონანსი
26.01.2017

 "უკრაინას აქვს ყველა საფუძველი იმისთვის ,რომ რუსეთს არ გადასცეს გიორგი ცერცვაძე, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მოხალისეთა ძალებში იბრძოდა". ამის შესახებ სოციალურ ქსელში, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ დაწერა.

როგორც თავად ამბობს, 24 იანვარს, პირადად ესაუბრა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მყოფ ქართველ სამხედროებს, გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს და ოპოზიციის წარმომადგენელს, გივი თარგამაძეს.

„მათმა მომართვამ, ასევე საერთაშორისო კონვენციების ანალიზმა, მოგვცა იმის საფუძველი, რომ გიორგი ცერცვაძე გათავისუფლდეს პატიმრობიდან და უარი უთქვას რუსეთს, იმ ადამიანის გადაცემაში, რომელიც იბრძოდა რუსული აგრესიის წინააღმდეგ"-წერს უკრაინის გენერალური პროკურორი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×