შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 1983 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.გ, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, თბილისში დააკავა.
ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულები „კაპიტალ გრუპის" მიკროავტობუსის მოიჯარე მძღოლს, ფულს სისტემატურად ძალავდნენ.
დაზარალებულზე ზეგავლენის მოსახდენად, ბრალდებულებმა ე.წ „ქურდული გარჩევაც" მოაწყვეს და სკაიპით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ კანონიერ ქურდს დაუკავშირდნენ.
კანონიერმა ქურდმა, ლ.ხ.-მ, მხარეების მოსმენის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ე.წ. „ქურდული კანონების" თანახმად, დაზარალებულ მძღოლს ზ.ბ.-სთვის კვლავ უნდა ეხადა გარკვეული თანხა.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს.