რეზონანსი
26.01.2017

 საკონსტიტუციო კომისიაში მორიგი სხდომა იმართება. კომისიის წევრები წინადადებების წარდგენას განაგრძობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები რამდენიმე ინიციატივის დაყენებას გეგმავენ. მათ შორის არის სახალხო დამცველის არჩევის წესის გადახედვა. მესამე სექტორს სურს,რომ ომბუდსმენის არჩევა მხოლოდ მმართველ გუნდს არ შეეძლოს.

არასამთავრობო ორგანიზაციების კიდევ ერთი ინიციატივის მიხედვით, ქვეყნის კონსტიტუციაში,პროკურატურის დამოუკიდებლობა უნდა განისაზღვროს.

ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად რჩება, კონსტიტუციის პრეამბულაში, ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის განსაზღვრა. ამ ინიციატივას პარტიების ნაწილი არ იზიარებს.

კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, სხდომის დაწყებისას, სპეციალურ განცხადებას გააკეთებს და შემდეგ სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×