რეზონანსი
26.01.2017

 აშშ-ის პრეზიდენტმა, ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება შეასრულა. დონალდ ტრამპმა, აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთით, მექსიკასთან, სასაზღვრო კედლის აშენებასთან დაკავშირებით, განკარგულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას „usatoday" ავრცელებს.განკარგულება ახლა აშშ-ის კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.

წინასაარჩევნო დაპირება იმდენად პოპულარული იყო, რომ მისი მხარდამჭერები სკანდირებდნენ „ააშენე ეს კედელი".

„ჩვენ მალე დავიწყებთ ამ საკითხზე მოლაპარაკებებს, რაღაც ფორმით მექსიკაც აგვინაზღაურებს ხარჯებს"- განაცხადა ტრამპმა.

„ერი, რომელსაც საზღვრები არ აქვს, ერი არ არის. დღევანდელი დღიდან დაწყებული აშშ იბრუნებს კონტროლს თავის სამხრეთ საზღვრებზე. ჩვენი ურთიერთობები მექსიკასთან უკეთესი გახდება. ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანას შევძლებთ " - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა „ABC News"-თან ინტერვიუსას. „

ტრამპის თქმით,კედლის აშენების გეგმა არსებობს, თუმცა უშუალოდ მშენებლობის პროცესი რამდენიმე თვეში დაიწყება.დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ სასაზღვრო კედელი სასარგებლო მხოლოდ აშშ-სთვის არ იქნება. „ეს ასევე ხელს შეუწყობს ცენტრალური ამერიკიდან მექსიკაში, არალეგალური იმიგრაციის შეჩერებას და მოშლის ძალადობრივ ქსელებს ".

ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო მანძილი 1954 მილია, აქამდე არსებული კედელი კი მხოლოდ 652 მილს ფარავს.

ბერშტეინის კვლევითი ჯგუფის ანგარიშის მიხედვით, სავარაუდოდ კედლის აშენებაზე 15-დან 25 მილიარ დოლარამდე დაიხარჯება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×