რეზონანსი
26.01.2017

 თოვის გამო პრობლემებია საქართველოს გზების რამდენიმე მონაკვეთზე. შეზღუდვები ძირითადად ჯვრის და ნაქერალას უღელტეხილებსა და წალკა- ნინოწმინდის მიმართულებით ვრცელდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ყინვის გამო, გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ინტენსიური თოვის გამო, შეზღუდვებია ასევე ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე, ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების, თოვის, ძლიერი ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო, ფარავანი-ნინოწმინდის გზის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×