რეზონანსი
26.01.2017

 „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი კიევის სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა. მისი განცხადებით პროცესის გადადების მიზეზი აბსურდულია და აღნიშნა, რომ მომხდარი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ხელისუფლების უმოქმედობას.

„პროცესის გადადება აბსურდული მიზეზით მოხდა. ის, რომ სააპელაციო სასამართლოს საქალაქო სასამართლოდან მასალები დროულად არ მიეწოდა, არასერიოზულია. აქ ალბათ რამე სხვა ხდება. საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ პირდაპირ ხაზზე იყო უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან და დადებითი შედეგის მოლოდინს იძლეოდა. ამის მერე ასეთი უბრალო მიზეზით პროცესის გადადება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ხელისუფლების უმოქმედობას, უნიათობას და მოღალატეობრივ პოზიციას", - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×