რეზონანსი
26.01.2017

 350-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსთავის აზოტის ქარხანიდან. თანამშრომლების ნაწილს საშვები დაბლოკილი დახვდათ და სამსახურში შესვლა ვერ შეძლეს. ადგილობრივი პროფკავშირების ხელმძღვანელის განცხადებით, გადაწყვეტილება ახალმა ადმინისტრაციამ მიიღო.

აზოტში დასაქმებულების განმარტებით, მათთვის უცნობია ახალი ხელმძღვანელის გადაწყვეტილების მოტივი. გათავისუფლბულთა სიაში პენსიონერებიც არიან.

პრესსამსახურის ინფორმაციით, თანამშრომლებთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება მიმდინარეობს და ქარხნის ადმინისტრაცია თანამშრომლების გათავისუფლებას უარყოფს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×