"3 თქვეში კონსტიტუციის ცლილება, ეს უბრალოდ ხუმრობაა. მე მიკვირს, სერიოზული ადამიანები რატომ ჩაერთნენ ამაში და საკმაოდ არასერიოზული წინადადდებებიც მოვისმინე. მათ შორის, ჩემი ყოფილი პარტნიორებისგან, რაც ძალიან უცნაურია," - აცხადებს რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.
მისი შეფასებით, სასამართლო ჯერ-ჯერობით ისეა მიბმული ხელისუფლებაზე, როგორც ეს საბჭოთა დროში იყო.
გია ცერცვაძის საქმე, სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა, სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების ჩავარდნა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მანანა კობახიძის წარდგენა, კაბელების საქმეზე გამოტანილი განაჩენი - ეს ის საკითხებია, რომლებიც "რეზონანსი" ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა.
ლევან ბერძენიშვილი: ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ როდესაც სახელმწიფო თავის მოქალაქეს არასათანადოდ იცავს, რა თქმა უნდა, იქ არის პოლიტიკური მოტივი. არ ვფიქრობ, რომ ყველამ იცოდა, ვინ რას აკეთებდა, მაგრამ როგორც ჩანს, შესაბამის უწყებებში საკმარისად არიან პრორუსულად განწყობილი ძალები, რომლებიც ასეთ რამეებს აკეთებენ. ეს არ არის ერთი მოქალაქის დაუცველობა, ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები. კარგი ხელისუფლება გამოიძიებდა, ვინ, რა, როდის მიაწოდა ინფორმაცია და ეს რამდენად შედიოდა სახელმწიფოს ინტერესში.
სამწუხაროდ, ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება ვითარებას უკან მიჰყვება-ხოლმე. ჯერ ერთს ამბობს, მერე მეორეს და კიდევ კარგი, საზოგადოებრივი აზრის მაინც ეშინია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს პრესის და სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობაზე, ვინაიდან ხელისუფლების იმედზე ყოფნა არ შეიძლება. მაგალითად, პარლამენტის უმრავლესობამ თავი მოიჭრა. იმიტომ, რომ არც კი დაინტერესდა, რა წერია კონსტუიტუციაში, როგორ არის ადამიანი დაცული და ა.შ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური საქმე, რომელმაც გამოავლინა მთავრობის ერთ ნაწილში აგენტურა, მეორეში უნიათობა, ხელისუფლების უმრავლესობაში კი პოლიტიკური უტიფრობა. საქმე დამთავრებული არ არის, მაგრამ მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში საღი აზრი გაიმარჯვებს.
"რეზონანსი": 2 დღის წინ, სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია ჩავარდა. როგორ ფიქრობთ, რა იყო ამის მიზეზი და თავად ეს ფაქტი როგორ აისახება საქართევლოს საერთაშორისო იმიჯზე?
ლ.ბ: მოსამართლეების ამბავი ჩავარდა იმიტომ, რომ საქართველოს მხარემ, ვგულისხმობ, ჩვენს ხელისუფლებას, ვერ დაიცვა ის უმარტივესი პირობები, რაც მოთხოვნილი იყო. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ წესების დარღვევა, სიის შეცვლა, არასამთავრობო ორგანიზაციების აზრის გაუთვალისწინებლობა, ბუმერანგივით დაუბრუნდებოდათ უკან და დაუბრუნდათ კიდეც. წულუკიანმა ილაპარაკა, რომ ეს თურმე ოპოზიციის ბრალია. მაპატიეთ, მაგრამ როდესაც რაღაც არ გამოგივა და დააშავებ, სჯობს დამნაშავე ეძებო. მაგალითად, საკუთარი მოადგილე და ევა გოცირიძე რომ ჰყავდა წარდგენილი, ევროსაბჭო უბრალოდ ვერ დაამტკიცებს, რადგან მოიძებნება ხალხი, ვინც მიაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, ვინ ვინ არის და რა ბიოგრაფია აქვს. მე არ დავმალავ, ჩვენც მივაწოდეთ ეს ინფორმაცია. ა ინფორაციაზეც ხელი მიგვიწვდებოდა, მივიწოდეთ. იქ კიდევ ბევრი ვინმე იყო. ჩვენ უნდა ვიცდეთ, რომ ჩვენი მთავრობის დარღვევების გამო, საქართველო ევროსასამართლოში კუთვნილი ადგილის გარეშე დარჩა. ეს გაგრძელდება გარკვეული ხნის განმავლობაში, სანამ ახალი სია შეიქმნება, ახალი კონკურსი შედგება და ა.შ.
მოკლედ, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დარღვევები ყოფილიყო. ჩვენ კარგად ვიცით სიაში რა ხალხი იყო. ერთი პიროვნება საერთოდ ამოიღეს სიიდან, იმიტომ, რომ თვალში არ მოუვიდათ. ის ხალხი, ვინც წარდგენილი იყო, ვის მოსწონს, რად მოსწონთ, არ ვიცით. ამ ადამიანებს საქართველოს წინაშე იმდენი რა დამსახურება აქვთ, რომ ქვეყნის იმიჯი შეილახა?! გამოდის, ეს არის ქვეყანა, რომელსაც არ შეუძლია ევროსაბჭოში სამი კანდიდატურა წესების დაცვით მაინც წარადგინოს. წლების განმავლობაში ხდება ასეთი ამბავი. ეს არ არის კატასტროფა, არ დააქცევს ქვეყანას, მაგრამ ქვეყანას ევროსასასამართლოში ძმაკაცობის, ნეპოტიზმის გამო რომ კაცი არ ეყოლება, ძალიან ცუდია.
"რ": როგორ შეფასებთ, სასამართლო რეფორმის ე.წ მესამე. ტალღას და რამდენად გამათლებულად მიგაჩნიათ პრეზიდანტის ვეტო?
ლ.ბ: მე პრეზიდენტის შენიშვნები არ მინახავს, მაგრამ ვეტო გამართლებულად მიმაჩნია. დარწმუნებული ვარ, შენიშვნების ნაწილი მაინც მისაღები და გასაზიარებელი იქნება. არ ვიცი, როგორ მოიქცევა პარლამენტი, თუ მათ ისეთი განწყობა აქვთ, რომ რასაც გვინდა იმას ვიზამთ, მაშინ გასაგებია, ვეტოს დაძლევენ. მაგრამ, მათ ადგილზე მე ყურადღებით წავიკითხავდი პრეზიდენტის შენიშვნებს, იქნებ ამან ოდნავ მაინც გააუმჯობესოს ვითარება, თორემ სასამართლოს საქმე რომ ცუდადაა, ამას ყოველდღე ვხედავთ. რეალურად, რეფორმების მესამე ტალღა ისე არ წავიდა, როგორც ჩვენ გვინდოდა. სასამართლო ხელისუფლების თვალსაზისით, საქართველო ჯერ-ჯერობით ისეა მიბმული ხელისუფლებაზე, როგორც ეს საბჭოთა დროში იყო.
"რ": რამდენად სწორად მიგაჩნიათ საკონსტიტუციო სასამართლოში მანანა კობახიძის წადგენა?
ლ.ბ: მე ვფიქრობ, პოლიტიკოსის სასამართლო სისტემაში წასვლა შეუთავსებელი უნდა იყოს. მაგალითად, მე რომ პარლამენტის წევრი ვყოფილიყავი, ხმას არ მივცემდი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცნობ ქალბატონ მანანას და აქ კვალიფიკაციის საკითხი არ დგას. ადამიანი არის მიკერძოებული იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს არსს ებრძოდა. ახლა უშვებენ საკონსტიტუციო სასამართლოში, რათა შიგნიდან გააგრძელოს ბრძოლა. რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი, მაგრამ როგორც ხედავთ, უმრავლესობა ფიქრობს, რომ ბევრნი ვართ და რასაც გვინდა იმას ვიზამთო, თორემ ამ ნაბიჯს არ გადადგამდნენ.
"რ": საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე მინდა გკითხოთ, 3 თვეში კონსტიტუციის განახლებას შეძლებენ?
ლ.ბ: რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია, მაგრამ მოვლენებს წინ არ გავუსწრებ. მხოლოდ ერთ რამეს გეტყვით, თუ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები იმუშავებს უმრავლესობის გასაძლიერებლად, რომ საერთოდ არ დარჩეს არცერთი მხარე ქვეყანაში, ვისაც შეეძლება გაწონასწორების და ბალანსის პოლიტიკის დაცვა, ეს ძალიან ცუდი იქნება. 3 თქვეში კოსტიტუციის ცლილება, ეს უბრალოდ ხუმრობაა, მე მიკვირს, სერიოზული ადამიანები რატომ ჩერთნენ იქ და საკმაოდ არასერიოზული წინადადებებიც მოვისმინე, მათ შორის ჩემი ყოფილი პარტნიორებისგან, რაც ძალიან უცნაურია. არ არის საჭირო ამ ხელისუფლებისთვის რაღაც ეშმაკობების კარნახი, ისედაც კარგად ახერხებენ საქმის გაფუჭებას. ამიტომ, ამ კომისიის მუშაობისგან არაფერს დადებითს არ ველი.
"რ": "კაბელების საქმეზე" გუშინ გამოტანილი განაჩენი თქვენ რას გეუბნებათ?
ლ.ბ: განაჩენი შერბილდა და კარგია, რომ ორი თვის მერე მაინც დატოვებენ საპყრობილეს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ საქმე ასეა, ქალი ან არის ორსულად ან-არა, ეს ხალხი ან არის დამნაშავე, ან არა. მე ვიქრობ, იმ მონაცმების მიხედვით, რაც ხელისუფლებამ საზოგადოებას წარმოუდგინა, ამ ადმიანების ბრალი ვერ დამტკიცდა. ისინი უდანაშაულოები არიან. სინამდვილეში იქ რა მოხდა და რა არა, არავინ იცის. საუბარია სამართლებივი თვალსაზრისით. ამიტომ, უდანაშაულო ადამიანი უნდა გაათავისუფლო და იმის გამო რა ზარალიც მიაყენეს, კომპენსირება უნდა მოხდეს.