რეზონანსი
27.01.2017

 ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე პატიმრობიდან გუშინ საღამოს გაათავისუფლეს. მას საპატიმროსთან თანამებრძოლები და პოლიტიკოსები ელოდებოდნენ, რომლებიც ქართველ სამხედროს ოვაციებით შეხვდნენ.

გათავისუფლების შემდეგ ის პირველ კომენტარს აკეთებს. „რუსეთის ამოცანაა აიყვანოს ის პირები, ვისაც ჰქონდა და აქვს ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოებაზე( სტრატეგიული ობიექტების, საბრძოლო დანაყოფების სტრუქტურაზე). მეორე მოტივია- დაისაჯოს ის ხალხი, ვინც აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებში"

ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან" მიცემულ ინტერვიუში ცერცვაძე ამბობს, რომ კვლავ გააგრძელებს მონაწილეობის მიღებას ყველა იმ საბრძოლო ოპერაციაში, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იქნება. „მთავრობაში ხალხი მოდის-მიდის, საქართველო მაინც დარჩება"-აცხადებს ქართველი სამხედრო

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×