რეზონანსი
27.01.2017

 სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე „აი პრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ეს იქნება ნატოს შიდა და ნაკლებად მაშტაბური სამიტი.

„ეს სამიტი არ იქნება გაფართოების სამიტი. ეს გენმდივანმა სტოლტენბერგმა უკვე მითხრა. ამაზე დაიწყება ბევრი პოპულიზმი ქვეყანაში. ოპოზიციის მხრიდან, რომ არ ვმონაწილეობთ, არ დაგვპატიჟეს და ა.შ. ეს იქნება ნაკლებად მასშტაბური, გაცნობითი სამიტი. ე.წ. ტრამპი-ნატოს სამიტი."

ამ განცხადებას მოჰყვა გამოხმაურებები ოპოზიციის მხრიდან, მათთვის მიუღებელი და არადამაჯერებელია მართველი გუნდის არგუმენტები. ოპოზიცია ამბობს, რომ „ქართული ოცნების" პოლიტიკაა მაქსიმალურად მოხდეს დისტანცირება ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×