რეზონანსი
27.01.2017

 შეჩერდეს Mcdonald`s -ის მშენებლობა ქუთაისის ისტორიულ ცენტრში- ამ მოთხოვნით პეტიციას ხელს ამ დროისთვის 590-ზე მეტი ადამიანი აწერს. პეტიციაზე ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ ქუთაისის სავიზიტო ბარათი უნდა იყოს ისტორიული მუზეუმი და არა Mcdonald`s  . ხელმომწერებთა ადრესატი ქუთაისის მერიაა.

 

„იმედის" ინფორმაციით, ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მშენებარე Mcdonald`s-ი არ კვეთს მუზეუმის ყოფილ შენობას. „ნიკო ბერძენიშვილის სახელობის, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი უკვე 6 წელია პუშკინის ქუჩაზე, ეროვნული ბანკის ყოფილ, ისტორიულ შენობაშია გადატანილი და იქ დარჩება".

რაც შეეხება Mcdonald`s-ის ახლოს მდებარე მუზეუმის ყოფილ შენობას, მერიის პრესამსახურის ინფორმაციით, ის ამორტიზებულია და ამ ადგილზე სასატუმროს მშენებლობის საკითხი განიხილება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×