რეზონანსი
27.01.2017

 უამინდობის გამო, ბათუმის აეროპორტიდან ბათუმი-სტამბოლის რეისის შესრულება გადაიდო. როგორც ბათუმის აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „რეზონანს" განუცხადა, დღეისათვის მხოლოდ ერთი რეისი - ბათუმი-სტამბოლი იყო დაგეგმილი, მაგრამ უამინდობის გამო, გადაიდო. ჯერ-ჯერობით უცნობია როდის განახლდება ფრენები, მისი აღდგენა ამინდზე იქნება დამოკიდებული.

ამ დროისთვის აჭარაში ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარი მაღლობში 25 სანტიმეტრს, ზღვისპირას კი 2 სანტიმეტრს აჭარბებს. სინოპტიკოსების ცნობით, თოვა რამდენიმე დღეს გასტანს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×