მამუკა ახვლედიანის სარჩელზე, რომელიც საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის თანამდებობიდან უკანონო გადაყენებას ეხება, მსჯელობა სააპელაციო სასამართლოში 31 იანვარს გაიმართება.
მამუკა ახვლედიანის სარჩელი თანამდებობაზე აღდგენის შესახებ პირველმა ინსტანციამ არ დააკმაყოფილა. „ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს და ამბობს, რომ სტრასბურგში მამუკა ახვლედიანის წარმომადგენელი თავად იქნება.
„ერთ ერთი ყველაზე ძლიერი სასამართლოს თავმჯდომარე, სადაც სამართალწარმოება ასე თუ ისე ექვემდებარებოდა სამართლის ნორმებს გაათავისუფლა მხოლოდ იმიტომ, რომ ეჩვენებინა მოსამართლეებისათვის, რომ თუ ისინი შეეწინააღმდეგებოდნენ მურუსიძეებს, მათ მიმართ მურუსიძეები იქნებოდნენ ძალიან მკაცრნი. ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება, მე მამუკას ვუთხარი, რომ პირადად მე გავუსაჩივრებ ამ გადაწყვეტილებას სტრასბურგში და მე ვიქნები მისი წარმომადგენელი," - განაცხადა მედიასთან ზაზა ხატიაშვილმა.