რეზონანსი
27.01.2017

 ლევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭო დატოვა. ის აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერია, თუმცა მან რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადა.

„ბევრი კითხვა ისმოდა, თუ როდის გავა ლევან ვარშალომიძე აჭარის უმაღლესი საბჭოდან? მე უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე დოკუმენტს ხელს ოფიციალურად ვაწერ. ეს განცხადება, უმაღლეს საბჭოში შევა, მაგრამ წევრობაზე უარი ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიქნებით აჭარაში ან ბათუმში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემს ხალხს ვტოვებ. ჩვენი ადგილსამყოფელი არის პარტიის ოფიში, რომელიც ყველასთვის ღიაა. ჩემს გუნდთან ერთად აუცილებლად გავაგრძელებ ბრძოლას- განაცხადა ვარშალომიძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×