რეზონანსი
27.01.2017

 მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით, კომპანიები GWP, „რუსთავის წყალი" და „მცხეთის წყალი" აბონენტებს რეკომენდაციით მიმართავენ. განცხადებაში აღნიშნავენ, რომ წყალსადენი სისტემისა და აღრიცხვის კვანძის მოყინვის თავიდან ასაცილებლად, აბონენტებმა სასურველია შეფუთონ ზედაპირულად და ღია სივრცეში განლაგებული წყალსადენი ქსელები და აღრიცხვის კვანძები. ასევე, რეკომენდებულია, დატოვონ ონკანი მოშვებული წყლის მცირე ჭავლით.

„რეკომენდაციების გათვალისწინება განსაკუთრებით აუცილებელია თბილისის ზედა ზონების მოსახლეობისა და იმ აბონენტებისთვის, რომლებთანაც არსებობს კომუნიკაციების მოყინვის დიდი ალბათობა"- აცხადებენ კომპანიაში

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×