რეზონანსი
28.01.2017

 პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პარლამენტის სხდომაზე განიხილება ის ნორმები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს მთავრობისა და ასევე თავდაცვის საკითხებთან. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამუშაო პროცესი სამ ძირითად ეტაპად არის დაგეგმილი.

ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო კონსტიტუციური მოწესრიგების. სწორედ აქ წყდება ის ძირითადი საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ხელისუფლების დანაწილების სისტემის ფუნქციონირებასთან. აქედან გამომდინარე, სრულიად გასაგებია საკონსტიტუციო კომისიის წევრთა განსაკუთრებული ინტერესი ამ საკითხების მიმართ. შეგახსენებთ ჩვენი მუშაობის ფორმატს - სამ ძირითად ეტაპად გვაქვს დაგეგმილი სამუშაო პროცესი. დღეს განვიხილავთ ინიციატივებს თითოეულ ნორმასთან, თავთან დაკავშირებით. მეორე სხდომაზე დაახლოებით, ერთ თვეში განიხლება პირველადი რედაქცია იმ კანონპროექტის, რომელიც შემუშავდება თქვენი ინიციატივების საფუძველზე და მესამე სხდომაზე, რომელიც დაახლოებით, ორი თვის შემდეგ ჩატარდება, უკვე რედაქციული განხილვა გაიმართება იმ კანონპროექტის მეტ-ნაკლებად შეჯერებული ვერსიის, რომელიც ჩვენ უნდა მოვამზადოთ", - გა

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×