რეზონანსი
28.01.2017

 „ნაციონალურ მოძრაობაში" საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. პარტიის წევრები გია ცერცვაძის საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან. ამავდროულად, პარტია მთავრობისგან იმ სამხედროების ვინაობის გასაჯაროებას ითხოვს, რომელთა მონაცემებიც, ენმ-ის წევრების თქმით, რუსეთს გადაეცა.

„ამ ფაქტებმა მიიღო სისტემური ხასიათი. ამის პარალელურად გვსურს და მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, გაასაჯაროოს ყველა იმ სამხედროს მონაცემები, სახელები და გვარები, რომელთა შესახებ ინფორმაცია გადაეცა რუსეთის ხელისუფლებას პირდაპირ, ან ირიბად,"- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×