რეზონანსი
28.01.2017

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.

შსს ინფორმაციით, საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა სისხლის სამართლის 57 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 883 ფაქტი. მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების-9, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების-15, ოჯახში ძალადობის- 3 ფაქტი. დაფიქსირდა პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის - 13 ფაქტი.

ასევე, ამოღებულია: 3 შეკვრა ჰეროინი, 1 შეკვრა „ბიო", 100 აბი „გერალგინი", 1 შეკვრა ამფეტამინი; 1 შეკვრა „მდმა" და სხვა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×