რეზონანსი
28.01.2017

 პრეზიდენტის მიერ თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსნის შეწყალების მიუხედავად, ადვოკატები ე.წ. კაბელების საქმეზე სამართალბრივ დავას მაინც გააგრძელებენ.

"მივმართავთ უზენაეს სასამართლოს, თუმცა ამ ინსტანციის იმედიც არ გვაქვს, რადგან საქართველოში სასამართლო პოლიტიზირებულია. აქედან გამომდინარე, ნაკლებად ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, თუმცა საქართველოში ბოლო ინსტანციის მოვლის შემდეგ მომზადდება სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის", - განაცხადა ლევან სამუშიამ.

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე, დავით წიფურია, გიზო ღლონტი და ნუგზარ კაიშაური პრეზიდენტმა გუშინ შეიწყალა. მათ საპატიმრო დაწესებულება უკვე დატოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×